8930217bb8412ff5c5f9443979abbe1f
|
|
Untitled Document

Portwest     

Portwest-ი − ასწლიანი ისტორიის მქონე ბრიტანული კომპანია, რომელმაც მაღალხარისხიანი, მოსახერხებელი და ესთეტიურად მიმზიდველი სპეცტანსაცმლის წარმოებით სახელი გაითქვა მსოფლიო ბაზარზე. კომპანიის პროდუქცია ფართო სამრეწველო სპექტრისაა და წარმოადგენს სამუშაო კომფორტის, მაღალტექნოლოგიური კომპონენტებისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმას. Portwest-ი  ინოვაციური მიდგომით, ყოველთვის დარგის მოწინავე რიგებშია.

Portwest-ი ხარისხის კონტროლს დიდ ყურადღებას აქცევს. მისი პროდუქცია ყოველთვის პასუხობს სტრანდარტს - EN 471. Portwest-ი ფლობს სერტიფიკატებს: EN ISO 9001, EN ISO 11611, EN SIO 14116. გამოცდილებამ და საერთაშორისო აღიარებამ Portwest-ი სპეცტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ლიდერად აქცია.

 

BICAP 

BICAP-ი − ფეხსაცმლის მწარმოებელი იტალიური კომპანია 1979 წელს დაარსდა.  კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დიზაინერების მეშვეობით, წარმოებული ფეხსაცმლის ხარისხი ევროსტანდარტებს შეესაბამება. პროდუქცია მოსახერხებელი, ხარისხიანი და რაც მთავარია ხელმისაწვდომია. BICAP-ი ფეხსაცმლის მრავალ ინდუსტრიას მოიცავს: სამშენებლოს, კვების, სპორტულს და ა.შ. კომპანია ყოველთვის ზრუნავს დამკვეთის კომფორტსა და მის უსაფრთხოებაზე.

BICAP-ი ფლობს სერტიფიკატებს: EN ISO 20345, EN ISO 20347, CEI EN 61340-5-1 და სხვ. კომპანიის ქარხანაში ყოველდღიურად 6000-ზე მეტი ფესხსაცმელი მზადდება, რაც წლიურად 2 მილიონზე მეტს შეადგენს.

 

JSP

JSP − სპეცტანსაცმლის მწარმოებელი ევროპის ლიდერი კომპანია 1969 წელს, ქ. ოქსფორდში დაარსდა. კომპანიის მისიაა − შექმნას და აწარმოოს მაღალხარისხიანი, ინოვაციური, ინდივიდუალური დამცავი საშუალებები, რომლებიც სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მისი პროდუქცია მოიცავს სასუნთქი ორგანოების, მხედველობის, სმენის დამცავ საშუალებებს, ჩაფხუტებსა და სხვადასხვა თავსაბურავებს.

JSP-ს პროდუქციას  მთელ მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი მშენებელი მოიხმარს. მისი ექსპორტი კი 90-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. ამავდროულად, ინგლისი მთავარ საწარმოო ცენტრად რჩება,  სადაც უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, მსოფლიოში ყველაზე სანდო ჩაფხუტები, სამუშაო სათვალეები და რესპირატორები იქმნება.

JSP-ის თითოეული პროდუქტი პასუხობს ხარისხისა და საიმედოობის  საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანია არის ISO 9001:2000 სერტიფიკატის მფლობელი. შესაბამისად, ხარისხსა და საიმედოობას კომპანია  წინა პლანზე აყენებს. ინოვაციური მიდგომა, ხარისხის გაუმჯობესება და მეცნიერული კვლევები JSP-ის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

 

SKYLOTEC

SKYLOTEC-ი − სიმაღლეზე მუშაობისას მაქსიმალურ უსაფრთხოებას ნიშნავს. გერმანული კომპანია 1948 წელს დაარსდა. მის პროდუქტებში სანდოობა  ხარისხთან და დიზაინთანაა შერწყმული. SKYLOTEC-ის ვარდნისგან დამცავი სისტემები მთელ მსოფლიოში არის აპრობირებული. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გერმანიაში შემუშავებული და დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: ქამრებს, თოკებს, კარაბინებს, ავტომატურად ჩამკეტ ბლოკებს, სამაგრ მოწყობილობებს, საყრდენ წერტილებს, სიმაღლის წვდომის სისტემებსა და სხვა.

SKYLOTEC-ის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი სერტიფიცირებულია და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება. კომპანია ფლობს სერტიფიკატს - ISO 9001. SKYLOTEC-ისპროდუქცია, როგორც მშენებლობაში ასევე ალპურ და სამაშველო სამუშაობში გამოიყენება.

 

Dikamar

Dikamar-ი −პორტუგალიაში,1995 წელს დაარსდა. კომპანიის მიერ წარმოებული რეზინის ჩექმები სხვადასხვა საქმიანობაში გამოიყენება, დაწყებული მშენებლობიდან, დამთავრებული მებაღეობითა და ნადირობით. კომპანია აწარმოებს სპეციალურ სამშენებლო-სამუშაო რეზინის ჩექმებს.

Dikamar-ი უდიდეს ყურადღებას უთმობს სწორი და სერტიფიცირებული ნედლეულის შერჩევას, რაც პროდუქციის კომფორტსა და საიმედოობას უზრუნველყოფს. კომპანია ფლობს სერტიფიკატს - EN ISO 20345 და ევროპის მასშტაბით 6 საწარმო გააჩნია, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას უდიდესი ყურადღება ეთმობა.

 

Linde Material Handling

Linde Material Handling-ი (Linde MH) − მსოფლიო ჩანგლიანი სატვირთველებისა და სასაწყობე ტექნიკის ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანია გერმანიაში, 1904 წელს დაარსდა. სამშენებლო ინდუსტრიაში კომპანია ასევე წარმოდგენილია, როგორც სამშენებლო, ხეტყის გადამამუშავებელი და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ჰიდრავლიკური ნაწილების უმსხვილესი მწარმოებელი.

Linde MH-ის დიზელის ძრავიანი თუ ელექტრო სატვირთველები, ისევე როგორც სასაწყობე ტექნიკა გამოირჩევა ინოვაციურობით, რომელსაც საფუძვლად უდევს სწრაფვა ლიგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის ზრდისკენ.

Linde MH-ის ქარხანა გერმანიაში მდებარეობს. კომპანია წარმოების სტანდარტებს იცავს და ფლობს სერტიფიკატებს: ISO 6682, ISO/CD 1122 და DIN EN 1005-4. კომპანიის სახელი ხარისხისა და სანდოობის სიმბოლოა მთელს მსოფლიოში, რაც ნათლად აისახება მისი მანქანების კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებში. 

 

UZIN

UZIN-ი − იატაკებისა და მათი პროფესიონალური მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია ავსტრიაში, 1911 წელს დაარსდა. კომპანია მსოფლიო ბაზარზე მრავალფეროვანი მასალებით, ინსტალაციისა და ჰიდროსაიზოლაციო საშუალებებით არის წარმოდგენილი.

UZIN-ის პროდუქციის გამოყენება სხვადასხვა კლიმატურ პირობებშია შესაშლებელი. კომპანია ამ გზით დამკვეთებს უამრავ გადაწყვეტილებას აწვდის და მათი მოთხოვნის შესაბამისად, სანდო, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელ პროდუქციას სთავაზობს.

UZIN-ის სახელი ხარისხსთან ასოცირდება. კომპანია ფლობს სერტიფიკატებს: ISO 9001 და ISO 14001.

 

Temesist

Temesist-ი − სასაწყობო სტელაჟების თურქული კომპანიაა, რომელიც საიმედო, ხელმისაწვდომი და თანამედროვე სასაწყობე სტელაჟებისა და მოწყობილობების წარმოებაში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს 1986 წლიდან იყენებს. კომპანიის მიერ წარმოებული სტელაჟების ინდივიდუალური პროექტირების საშუალებას იძლევა, რაც სასაწყობო ფართის ოპტიმალური ათვისების წინაპირობაა.

Temesist-ი ფლობს სერტიფიკატს - EN ISO 9001-2000, ხოლო პროდუქციას FEM, SEMA და ERP სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს. მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები კომპანიას მსოფლიო ლიდერის სახელს უნარჩუნებს.

 

Tennant

Tennant-ი − მაქსიმალურად ეფექტური მოწყობილობებისა და საშუალებების შექმნაზე ორიენტირებული ამერიკული კომპანია 1870 წელს დაარსდა. კომპანია დასუფთავების დარგში სხვადასხვა სახის მანქანებსა და დანადგარებს აწარმოებს. მათი მეშვეობით სამყარო უფრო სუფთა, უსაფრთხო და ჯანსაღი ხდება.

Tennant-ი ფლობს სერტიფიკატებს: EN ISO 13059, EN ISO 3450, ISO 3449. კომპანია მუდმივად ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს და ინოვაციუარად უდგება ნებისმიერი ახალი პროდუქტის შექმნას.

Tennant-ის ეკოლოგიურად სუფთა და დაბალხმაურიან პროდუქციას თანამედროვე მსოფლიოს დალაგებისა და დასუფთავების ინდუსტრია აქტიურად იყენებს. შედეგად კომპანია ერთ-ერთი ლიდერის სახელს ინარჩუნებს.

 

WACKER NEUSON

Wacker Neuson SE − მცირე ზომის სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი მულტინაციონალური კომპანია გერმანიაში, 1848 წელს დაარსდა. კომპანია დღეისათვის აერთიანებს: 40 ფილიალს, 140 რეალიზაციის წერტილსა და 12 000-ზე მეტ პარტნიორს მთელს მსოფლიოში. „იბერტეკი“ ერთ-ერთი მათგანია.

Wacker Neuson SE სამ ბრენდს აერთიანებს: Wacker Neuson (ხელის, მსუბუქი და მგორავი სპეცტექნიკა); Kramer Allrad (სხვადასხვა მტვირთავები, მათ შორის ტელესკოპური ტიპის); Weidemann (სასოფლო სამეურნეო სპეც ტექნიკა).

Wacker Neuson SE  ფლობს სერტიფიკატებს: ISO 9001, ISO 3046/1. მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სექტორში მოღვაწე პროფესიონალები Wacker Neuson-ს ენდობიან.

 

AMMANN

AMMANN-ი − სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია  შევეიცარიაში 1869 წელს დაარსდა. კომპანია მუდმივი ინოვაციისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის პრინციპებით ხელმძღვანელობს. ამის წყალობით AMMANN–ს გააჩნია ფართო პროდუქციის ასორტიმენტი: კომპრესორები, ასფალტის შემრევები, მცირე ზომის ექსკავატორები, მძიმე ტანდემური  სატკეპნები, კონტროლის სისტემები და ა.შ.

AMMANN-ის საწარმოები შვეიცარიის გარდა მდებარეობს: გერმანიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, იაპონიასა და საფრანგეთში. კომპანია აერთიანებს შემდეგ ბრენდებს: Yanmar, AMMANN–სა და Rammax.

AMMANN-ი ფლობს სერტიფიკატს: ISO 9001, ISO 3046/1 და ა.შ. კომპანია მუდმივი ინოვაციის გარდა, თავის მომხმარებლებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც მათ ტექნიკური და საინჟინრო პოტენციალის რეალიზაციაში ეხმარებათ.

 

MM KAUFMANN

Mayr-Melnhof Kaufmann-ი − ტვირთგამძლე ხის საინჟინრო და სამშენებლო ნაწილებისა და კომპონენტების დამამზადებელი კომპანია 1952 წელს. ხე-ტყის ინდუსტრიაში ლამინირებული მერქნის წარმოებით კომპანია მოწინავეთა შორისაა და თავის მომხმარებელს სამშენებლო ბიზნესში უნივერსალურ გადაწყვეტილებას სთავაზობს.

Mayr-Melnhof Kaufmann-ის 6 სახერხი საწარმო შემდეგ ქვეყანაში ოპერირებს: ავსტრია, ჩეხეთი, შვეიცარია და რუსეთი. კომპანია ფლობს სერტიფიკატს ISO 9001 და ასევე გააჩნია 20-ზე მეტი სხვადასხვა ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი საბუთი. ევროპული ხარისხი და სწრაფი მოწოდება მომხმარებელს მუდმივად კმაყოფილს ტოვებს.

 

PALME MAKİNA

PALME MAKİNA − მსუბუქ სამშენებლო ტექნიკას 1996 წლიდან აწარმოებს. კომპანიის აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: ვიბრაციული საგზაო სატკეპნები, ვიბრაციული საგზაო სატკეპნები ოპერატორის კაბინით, ვიბროფილები, ასფალტისა და ბეტონის საჭრელბი, ბეტონის ვიბრატორები, ორლიანადაგიანი ვიბრლო ლიანდაგები, არმატურის საჭრელ-საგრეხი დანადგარები, სანათები და ა.შ. PALME MAKİNA-ს პროდუქცია მსოფლიოს 26 ქვეყანაშია წარმოდგენილი: გერმანია, ესპანეთი, რუსეთი, იტალია, მაროკო, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემირო, თურქმენეთი, საქართველო, უკრაინა და სხვა.

PALME MAKİNA საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურეობას დილერების მეშვეობით ახორციელებს, ხოლო სერვისის ფართო და მოქნილი ქსელის საშუალებით დამკვეთების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ფოკუსირდება.

PALME MAKİNA–ს გააჩნია ხარისხი ISO 9001:2000, ასევე CE და ГОСТ შესაბამისობის სერტიფიკატები. კომპანია უდიდეს ყურადღებას უთმობს კვლევასა და განვითარებას (R&D), რაც არსებული პროდუქციის გაუმჯობესებისა და ახალი პროდუქციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

 

Layher

Layher-ი − გერმანიაში, 1945 წელს დაარსდა. დღეისათვის კომპანიის სახელი მთელს მსოფლიოში ასოცირდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ხარაჩოების სისტემებთან: მოდულარულ ხარაჩოებთან; ფასადის ხარაჩოებთან; სპეციალურ სისტემებთან დროებითი ნაგებობებისათვის, როგორებიცაა: სტენდები, საკონცერტო სცენები, დროებითი გადახურვები და ა.შ.; ასევე კიბეებთან და გასაშლელ ხარაჩო კოშკებთან.

Layher-ის ფილოსოფიის თანახმად, ხარისხი და უსაფრთხოება განუყოფელია, ამიტომ პროდუქტის შექმნისას ორივე მათგანს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. საწყისი მასალა მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე დაყრდნობით: სიმკვრივე, დრეკადობა, გალვანიზაციის ხარისხი და ზომების სიზუსტეზე. შემოწმება ხდება, როგორც კომპიუტერულად, ასევე სხვადასხვა ხელსაზომი სისტემებით, რაც საბოლოო ჯამში გამორიცხავს წუნს და უზრუნველყოფს შესაბამისობას ყველაზე მკაცრ სტანდარტებთან.

Layher-ს ფლობს სერტიფიკატებს: EN 29001, DIN ISO 9001, CEN HD GAP 1000, და TUV CERT.

 

METSA

METSA − ჭრა–გრეხვისა და მსუბუქი ტექნიკის მწარმოებელი თურქული კომპანია 1990 წელს დაარსდა. კომპანიის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი და უახლესი ტექნოლოგიებით შემუშავებული დანადგარები. კომპანია აწარმოებს: არმატურის საჭრელ და საგრეხ მანქანებს, მსუბუქ სამშენებლო ინვენტარს და ა.შ. METSA-ს რობოტიზირებული და CNC ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქციას ხელმისაწვდომი ფასები აქვს.

METSA-ს არსენალში წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები, ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემები და ინოვაციური გადაწყვეტილებები. კომპანია  წარმოებაში იყენებს ლითონის გამოწრთობის განსაკუთრებული ტექნოლოგიას, რაც მანქანა–დანადგარების გამძლეობისა და სანდოობის გარანტიას იძლევა.

METSA ფლობს სერტიფიკატებს: ISO9001-2000, CE, ГОСТ (რუსეთი),UKR SEPRO (უკრაინა),TSEK (თურქეთი), და სხვა მრავალი სტანდარტის შესაბამისობის დამადასტურებელ საბუთს.

 

TMS

TMS-ი − ხარაჩოებისა და სამშენებლო ყალიბების მწარმოებელი თურქული კომპანია 1973 წელს დაარსდა. TMS-ს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი აქვს:  მსუბუქი ასაწყობი მოდულარული ფორმები, დიდი პანელური ფორმა–ყალიბები, სპეციალური მძიმე ფორმა ყალიბები, სხვადასხვა სახის ხარაჩო–სისტემები, მგორავი კოშკები, ჰიდრავლიკური სისტემები და ა.შ.

TMS-ს სტამბულის სათაო ოფისის გარდა, იზმირსა და კოსტამონუში ორი საკუთარი საწარმო გააჩნია. დამკვეთის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კომპანია მუდმივად ქმნის ახალ პროდუქტებს და ავითარებს არსებულს.

TMS-ი ფლობს სერტიფიკატს ISO 9001. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 90% ექსპორტზე გადის, რაც მსოფლიო აღიარების დასტურია.

 

SDMO

SDMO Industries − გენერატორებისა და კვების უწყვეტი სისტემების მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული კონცერნი საფრანგეთში, 1966 წელს დაარსდა. CDMO მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს, დაწყებული პორტატიული გენერატორებით დამთავრებული კონტეინერული ელექტრო სადგურებით. პროდუქციის უწყევეტი ექსპლუატაციის ვადა 10 წელს აღემატება, როგორც სარეზერვო ისე ძირითად რეჟიმში.

SDMO-ს დიზელ-გენერატორები მსოფლიოს 160 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის საწარმოები მხოლოდ საფრანგეთშია განლაგებული, სადაც ხარისხი მკაცრად კონტროლირდება.

SDMO ფლობს Qualigen ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატს. 45 წლის მანძილზე, კომპანიის ინჟინრები ქმნიან პროდუქციას, სადაც უახლესი ტექნოლოგიები და მათი ეფექტურობა ერთმანეთს ერწყმის.